“დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისთვის” – ​ზელენსკი ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ვიზიტი უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.

“დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!” – დაწერა ზელენსკიმ.

ფაქტის ამსახველი ფოტო ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ კოზიცკიმ გაავრცელა.

“ზელენსკი ლვოვის რეგიონში ჩამოვიდა. უპირველეს ყოვლისა, ლიჩაკოვის სასაფლაოზე, მარსის ველზე, პატივი მივაგეთ იმ ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებსაც სიცოცხლე ოკუპანტებმა წაართვეს”, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები