ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ 47 წლის მამაკაცის გვამი გამორიყა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა თურმანიძის განცხადებით, სამსახურის მაშველმა ახალი ბულვარის ტერიტორიიდან ზღვაში ადამიანის სხეული შეამჩნია, რომელიც დინებას მიჰქონდა.
მამუკა თურმანიძის თქმით, გარდაცვლილი შუახევში მცხოვრები ი. მ. აღმოჩნდა.
“აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ჩვენივე მაშველისგან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალი ბულვარის ნაპირთან ჭოროხის მხრიდან დინებას მამაკაცის სხეული მოჰქონდა. მაშველის მიერ ნაპირზე იქნა გამოყვანილი ცხედარი. უკვე ნაპოვნია მდინარე ჭოროხთან ახლოს ტანსაცმელი და ნივთები. დაღუპული მამაკაცი შუახევის მცხოვრები იყო”, – აღნიშნა მამუკა თურმანიძემ. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები