დღეს თამარობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
თამარ მეფე ქართულ სახელმწიფოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მართავდა. მისი მეფობის წლებში საქართველო იმჟამინდელ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა. თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც – იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედებთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.