უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების იერიში მოიგერიეს და მტრის Shahed-ის 45 დრონი ჩამოაგდეს.
მისივე განმარტებით, რუსეთში შიშია გაბატონებული, რადგან ოკუპანტები ომს აგებენ.
„რუსეთში შიშია გამეფებული. მათ ეშინიათ. შეგიძლიათ იგრძნოთ ეს და მართალიც არიან, რომ ეშინიათ, იმიტომ, რომ აგებენ. დრონები, რაკეტები და კიდევ სხვა რამ მათ ვერ დაეხმარებათ, რადგან ჩვენ ერთად ვდგავართ და მათ მხოლოდ შიში აერთიანებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.