შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა ახალი, საერთაშორისო „EN“-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა.
ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი დაესწრნენ.
„ხანძრებზე რეაგირებისთვის გათვლილი 1 000 ერთეული ფორმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს გადაეცემათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.