რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 20 დეკემბერს კრემლის პროპაგანდისტ მედიაჯგუფ “როსია სეგოდნია”-ს რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს “სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის” ორდენი გადასცა.
სამადლობო სიტყვაში სიმონიამა პუტინი შეაქო.
“მადლობა, რომ 2008 წელს აფხაზეთი, ოსეთი და ოსები გიჟ კანიბალს შესაჭმელად არ დაუტოვეთ. მადლობა, რომ ცოტა ხნის წინ ყარაბაღში ხოცვა-ჟლეტა შეაჩერეთ და, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად იმის ყურებისას, რაც დონეცკში ხდება, შეუძლებელია – არ იღელვო და არ განიცადო. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით ცდილობთ, გამოგლიჯოთ ჩვენი ხალხი კანიბალებს სისხლიანი პირიდან“, – თქვა მან.