გორში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
გორში ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტი გაიმართა.
მერიის ცნობით, კონცერტზე, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი, ასევე ყველასთვის საყვარელი და ცობილი მუსიკოსები – ლიზა ბაგრატიონი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ლიზა რამიშვილი.
“კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
ნიკოლოზ რაჭველის მიერ სცენიდან გაჟღერებულ იდეას, აღდგეს გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამოეხმაურა და მაყურებელს ფესტივალის აღდგენაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა.
ღინისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
მხარდამჭერები : საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, კონცეპტArt”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.