ფოთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია
ფოთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებულია.
ფოთის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტს „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის სტატუსი მიენიჭა.
“საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული, ნომინაციაში ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება” ფოთის მუნიციპალიტეტი გახდა.
საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2022 წლის კონკურსში შესული 47 საკონკურსო განაცხადიდან, პროგრამის მმართველმა კომიტეტმა 15 განაცხადი საუკეთესო პრაქტიკად აღიარა.
,,საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეხუთე ეროვნულ კონფერენციაზე 2022 წლის კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა. კონფერენციაზე ასევე, წარვადგინე საგრანტო კონკურსის, მერები ეკონომიკური ზრდისთვის M4EG ,, ურბანული გარდაქმნის” გამარჯვებული პროექტი, რის მიხედვითაც ცენტრალურ პარკს ახალი მულტიფუნქციური სივრცე უნდა შეემატოს.
ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ახალი მუნიციპალური სერვისების და სისტემური მიდგომების დანერგვას ქალაქის განვითარების პროცესში” – აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვება თბილისში, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა.
2021-2022 წლების კარგი პრაქტიკების კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს კონგრესთან პარტნიორობით.