“რესტორანი უცხოელებს ჰქონდათ ნაქირავები – არავინ დაშავებულა” – რას ამბობს მეპატრონე ბათუმში გაჩენილ ხანძარზე

“ერთი თვეა, დაკეტილია რესტორანი, უბრალოდ, რემონტს აკეთებდნენ, ნაქირავები ჰქონდათ, უცხოელები არიან – მხოლოდ რესტორანი დაიწვა”, – ამის შესახებ ბათუმში მდებარე რესტორან “ვოქსის” მეპატრონე, ხვიჩა შარაშიძე აცხადებს.

მისივე თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვიცი. გამოძიება მიდის და დაადგენს. სამაშველო მისულა. არავინ დაშავებულა, მხოლოდ რესტორანი დაიწვა”, – განაცხადა ხვიჩა შარაშიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ბათუმში მდებარე რესტორან „ვოქსში“, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარეობს, ხანძარი წუხელ გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები