ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრების მარცხს ქვეყნის ქალაქებში არეულობა მოყვა.
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ქომაგებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი.
კერძოდ, Le Figaro-ს ინფორმაციით, პარიზში, ელისეის მინდვრებზე ქომაგებმა პოლიციას ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც სამართალდამცავებმა მათი დაშლა დაიწყეს.
Le Parisien-ის ცნობით, ლიონში, ბელკურის მოედანზე გულშემატკივრებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს, ასევე, პეტარდებს და შაშხანებს ისროდნენ, საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. BFMTV-ის ცნობით, დაკავებულია, დაახლოებით, 15 ადამიანი.
არეულობა იყო ასევე გრენობლში, ბორდოსა და ნიცაში.
ბულონი-სურ-მერიში დალტონის მოედანზე შეტაკებისას მამაკაცი დაშავდა და პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.
Le Parisien-ის ინფორმაციით, ბორდოში, გამარჯვების მოედნის მიდამოში სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის შვიდი ადამიანი დააკავეს.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართა. ერთმანეთს არგენტინის და საფრანგეთის ნაკრები დაუპირისპირდნენ. პენალტების სერიაში გამარჯვება არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა.