სოფელ წილკანში პროექტის – “კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა – სატყეო სკოლა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

სოფელ წილკანში, პროექტის – “კლიმატის საგანმანათლებლო პროგრამა – სატყეო სკოლა” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანი წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის კლიმატის ცვლილების, მასთან ბრძოლისა და ადაპტაციის ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

“საკვირაო სატყეო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე საველე სწავლებას. პროგრამაში მონაწილეობა ოცდაათამდე მოსწავლემ მიიღო. პროექტის ფარგლებში, ვიდეო კონკურსის – „კლიმატგონივრული ქმედება“ სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში, წილკანის წმინდა გიორგის სალოცავის მიმდებარედ ტყის აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა- დასუფთავებისა და დარგვის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და მოხალისეებმა მიიღეს.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ფორესთ მეთერსი (Forest Matters), ქლაიმათ ბეიზიქსი (Climate Basics) და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მიერ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები