თეთრიწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 15 სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თეთრიწყაროსა და მუნიციპალიტეტში შემავალ 15 სოფელში 75 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის დირექტორმა – ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და თეთრიწყაროს მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა, სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობას.
თეთრიწყაროსა და მიმდებარე სოფლებში ფიზიკური სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. 2023 წელს წყალი სოფლებში ეტაპობრივად გაეშვება. პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2023 წლის ბოლოს სრულდება და 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები