“მეზობელს კლავდნენ, ჩემი შვილი გადაეფარა, ვერ გადავარჩინეთ” – რას ამბობს ხონის მუნიციპალიტეტში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის დედა

ხონის მუნიციპალიტეტში მოკლული 33 წლის გიორგი ჩალაძის დედის თქმით, მისი შვილი მეზობლების გაშველების მიზნით, გარეთ გავიდა, კონფლიქტში ჩართულ პირებს აშველებდა, ერთ-ერთს გადაეფარა, ამ დროს კი მას რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

“ერთს აუშარდნენ, მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა იმას რა ჰქონდა ხელში და სამი ჭრილობა აქვს. ფილტვის არეში დაჭრეს, ვერ გადავარჩინეთ ჩემი შვილი. მეძახდა გადამარჩინეო…” – ამბობს მოკლულის დედა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები