ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
“შეგახსენებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ინტენსიური თოვა, ნისლი და შეზღუდული ხილვადობა), აღნიშნულ გზაზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება,” – აღნიშნულია საავტომობილო გზების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.