გურიის რეგიონში 53 კმ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურიის რეგიონში 53 კმ-მდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქედან, 40 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე არის დაგეგმილი. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 7 სხვადასხვა ლოტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჯამურად, 53 კმ. გზა რეაბილიტირდება და პროექტების ჯამური ღირებულება 50 მილიონი ლარია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის და ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, რომელიც მოიცავს ნასაკირალის უღელტეხილს. დასრულდა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის, ჯამურად, 6 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.
აღსანიშნავია, რომ,  ჯამურად, ასფალტის საფარის მოწყობა დასრულებულია 30 კმ-მდე საავტომობილო გზაზე. პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას და მოსახლეობას კომფორტული და უსაფრთხო გზებით სარგებლობის საშუალება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები