მოსკოვის გარეუბანში ბალაშიხაში სავაჭრო ცენტრი იწვის

მოსკოვის მახლობლად მდებარე ბალაშიხაში სავაჭრო ცენტრი “სტოიპარკი” იწვის.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის 900 კვ/მ-ის შენობის სახურავია ჩამონგრეული.

ამ დროისთვის ერთი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.

ხანძარს სირთულის 5-დან მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული.

აღნიშნულია, რომ თავდაპირველად ცეცხლი ღია სივრცეში სამშენებლო მასალებს გაუჩნდა და შემდგომ შენობის პირველ სართულზე გავრცელდა.

ამჟამად, ხანძრის ფართობი 9 ათასს კვ/მ შეადგენს.

ადგილზე 45 ადამიანი და ტექნიკის 14 ერთეული მუშაობს, იგეგმება ტექნიკის გაზრდა.

გასულ კვირას, ასევე მოსკოვის მახლობლად სავაჭრო ცენტრი დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები