გომბორთან ტყის მასივი იწვის
ქვემო ქართლში, გომბორთან, 4-5 ჰექტარ ფართობზე შერეული ტყის მასივი იწვის – ამის შესახებ „კვირას“თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ სახანძროს თბილისიდან 5 დამატებითი ბრიგადა ეხმარება.
შემთხვევა დაახლოებით 14:25 წუთზე მოხდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, გამოძიება დაადგენს.