მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ მოსკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში განაცხადეს.

ხანძარი გამთენიისას “მეგახიმკის” სახურავზე გაჩნდა და 7 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ხანძარს, სირთულიდან გამომდინარე, ხუთიდან მეოთხე კატეგორია მიენიჭა.

ადგილობრივი დროით 08:25 საათზე მისი ლოკალიზება მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები