ასპიძაში, სარემონტო სამუშაოებისას, კაცს დენმა დაარტყა
ასპინძაში, ელექტრობოძზე სარემონტო სამუშაოებისას, კაცს დენმა დაარტყა.
დაშავებული თავდაპირველად ასპინძის კლინიკაში სხვადასხვა სახის დამწვრობით შეიყვანეს. ამჟამად, პაციენტი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.