რუსეთის ქალაქ პერმში, თბოელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, გაჩნდა ძლიერი ხანძარი.
მედიის ცნობით, ამჟამად, 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე სახელოსნოს სახურავი იწვის, არსებობს ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხე.
თბოელექტროსადგურის შენობიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კონკრეტულად რა გახდა ხანძრის მიზეზი, უცნობია.
ამჟამად ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ, მათგან ორი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, ერთი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია.