თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას კურიერი ემსხვერპლა

თბილისში, აეროპორტის გზატკეცილზე გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული, “გლოვოს” კურიერი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. დაშავებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები