თბილისში 40 წლამდე ქალი მოკლეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ქალი, რომელიც ცივი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები