“რუსეთი არ ეშვება თავის საშინელ ტაქტიკას” – ოკუპანტებმა მიკოლაევში საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, სულ მცირე – 6 ადამიანია დაღუპული

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას მიკოლაევში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს, რომლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდეა გაზრდილი.

ქალაქის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალებიც არიან.

დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ნანგრევებიდან არის ამოყვანილი.

მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც იერიშს “ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაზე პასუხი” უწოდა.

“სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთი არ ეშვება თავის საშინელ ტაქტიკას. ჩვენ კი ბრძოლას არ ვეშვებით. ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ყველა დანაშაულზე”, – შეაჯამა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები