თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია.