ნელი დოროყაშვილი: მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა იმ ქალს, ვინც ძალადობის ქვეშაა – აუცილებლად ვიბრძოლებთ

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის თქმით, ის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“ოფიციალურად მოვაწერეთ ფემიციდს ხელი. რეალურად, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა იმ ქალს, ვინც დღეს, ამწუთასაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, აუცილებლად ვიბრძოლებთ, ჩვენ მივდივართ ყველა ინსტანციაში, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება”, – თქვა ნელი დოროყაშვილმა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, გუშინ, 21 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე გამართლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები