ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. სხდომების დასკვნით ეტაპზე, ორწლიანი დუმილის შემდეგ, ბრალდებულმა ბასილაშვილმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა. თუმცა, ჩოგბურთელის სიტყვა დაცვის მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში მოისმინეს.

ამასთან, სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატების განცხადებით, დაზარალებული ნელი დოროყაშვილი ტყუილებში ამხილეს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. საწინააღმდეგო აზრზეა საქმის პროკურორი. როგორც ნათია გურული ამბობს, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზების შემთხვევაში, ერთადერთი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები