საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა ყველა მათგანისთვის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს, ხოლო ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ არ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ან მიმალვის საფრთხე მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან.

ცნობისთვის, 9 პირი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ, 19 ოქტომბერს წარუდგინა.

დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორი, წარსულში ნასამართლევი ლაშა ფურცხვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები