მილანში საქართველოს მოქალაქე Ferrari-ს მაღაზიიდან სათვალის მოპარვისთვის დააკავეს
მილანში Ferrari-ს მაღაზიიდან ათასი ევროს ღირებულების მზის სათვალის მოპარვისთვის საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამაკაცი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მაღაზიაში ორი მამაკაცი, როგორც მომხმარებელი, შევიდა. ისინი მანეკენს მიუახლოვდნენ, მოხსნეს მზის სათვალე და ტანსაცმლის ქვეშ დამალეს. როდესაც მამაკაცებმა მაღაზიის დატოვება სცადეს, დაცვამ მათგან ერთ-ერთის, საქართველოს მოქალაქის დაკავება შეძლო, მეორემ მიმალვა მოახერხა.
ადგილზე მისულმა კარაბინიერებმა 43 წლის კაცი გაჩხრიკეს და მოპარული მზის სათვალე ამოუღეს. მოპარული ნივთი უკან დააბრუნეს.