სენაკში მგზავრებით სავსე ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

Omnibus-ის თბილისი-ზუგდიდის ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წვიმის შედეგად დასველებულ ასფალტზე მოსრიალდა, რის შემდეგაც გზის პირას არსებულ თხრილში ჩავარდა.

შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში მოხდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტობუსის მგზავრებს საფრთხე არ ემუქრებათ და არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები