ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო 19:00 საათზე იმსჯელებს
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო დღეს 19:00 საათზე ჩაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
პროკურატურა ყველა მათგანისთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს, ხოლო ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ არ არსებობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ან მიმალვის საფრთხე მათი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან.
ცნობისთვის, 9 პირი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 18 ოქტომბერს დააკავა. პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად გუშინ, 19 ოქტომბერს წარუდგინა.
დაკავებულებს შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია “გრინესრვის პლუსის” დირექტორი, წარსულში ნასამართლევი ლაშა ფურცხვანიძე.