ფურცხვანიძის ადვოკატი: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დავაყენებ

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოითხოვს, თავისი დაცვის ქვეშ მყოფი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.

„ადამიანი, რომელიც 5 დღის განმავლობაში ყოველ გამოძახებაზე მიდიოდა პოლიციაში, ყველა კითხვას პასუხობდა, გამოძიებასთან თანამშრომლობდა, ამ წინარე ისტორიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ის გამოძიებას დაემალება ან სასამართლოში არ გამოცხადდება. ამის მოცემულობა არ არსებობს. საქმის მასალები, რომლებიც დაცვის მხარესა და პირადად მე გადმოგვეცა, არ იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული, შესაძლოა, გამოძიებას დაემალოს ან განხილვას ხელი შეუშალოს. პირიქით, მისი საჯარო განცხადებებიც ყოველთვის მოწოდებული იყო, რომ ის ითანამშრომლებდა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რა დროსაც შადრევანში ჩასულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა, პოლიციამ 9 პირი დააკავა. მათ შორის, მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი – ლაშა ფურცხვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები