საგარეჯოს სოფლების – ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების – ნინოწმინდისა და წყაროსთავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

„ნინოწმინდასა და წყაროსთავში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი, სატუმბო სადგური და მაგისტრალური მილი, ახალი ჭაბურღილები და რეზერვუარი. გარდა ამისა, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები და რეზერვუარები.
სამუშაოების დასრულების შედეგად, ორი სოფლის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები