პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს
პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ “კვირას” ოზურგეთის მერიიდან აცნობეს.
“შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უმსხვილესი პოლონური კორპორაციის „FASING S.A.”-ის მენეჯმენტთან, სადაც ინვესტიციების, საქართველოში ახალი საწარმოების გახსნის, კვალიფიციური მუშახელის მომზადების ახალი სამუშაო ადგილების საკითხები იქნა განხილული.
„FASING S.A.” ცენტრალურ ევროპაში მსხვილი ინდუსტრიული კომპონენტების ყველაზე დიდი მწარმოებელია და მსოფლიოს 4000-ზე მეტ წამყვან კომპანიას ამარაგებს ტექნიკით და საწარმოო აღჭურვილობით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.