ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 4 პირი დააკავა

ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 4 პირი დააკავა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და სსკ-ის 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა კაცს მანქანიდან ესროლეს. დაჭრილი ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა გარდაიცვალა, მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები