წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მამამთილმა რძალი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა სოფელ საყულიაში მოხდა.

როგორც ცნობილია, ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა და შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები