ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ამ დროისთვის გამოკითხვები დასრულებულია.

დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც მათ ბრალს წარუდგენენ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ 9 პირი დააკავა.

დაკავებულებს შორის არიან „გრინსერვის +“- ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, „მშენ ექსპერტ სერვისის“ ინსპექტორი დავით თუშიშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები