“დაკავებულია თუ არა, ისიც არ ვიცი” – ფურცხვანიძის ადვოკატი პოლიციაში მივიდა 

“გრინსერვის+”- ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ  “გრინსერვის+”-ის დირექტორი დააკავეს. ფურცხვანიძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. 

ადვოკატის თქმით, მან არ იცის, დაკავებულია თუ არა ფურცხვანიძე.

“დაცვის განხორციელების საშუალება მომეცით, ხელს ნუ მიშლით. ადვოკატი ვარ და იმიტომ მოვედი, არ შევხვედრივარ ჯერ”,  – თქვა მან პოლიციის შენობაში შესვლამდე.

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე შსს-მ 9 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები