ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 9 პირი, მათ შორის “გრინსერვის +”- ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, “მშენ ექსპერტ სერვისის” ინსპექტორი დავით თუშიშვილი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილმა განაცხადა
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.