ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: არ ვეთანხმებით დოკუმენტის შინაარსს, თითქოს, დოროყაშვილის მხრიდან რაიმე ქმედებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ტანჯვას განიცდიდა
“არ ვეთანხმებით ამ დოკუმენტის შინაარსს, რომ, თითქოს, ნელი დოროყაშვილის მხრიდან რაიმე ქმედების შედეგად ნიკოლოზ ბასილაშვილი ტანჯვას განიცდიდა”, – ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა.
„ამ შეფასების შინაარსს არ ვეთანხმებით. ამას ცალსახად და კატეგორიულად გამოვრიცხავთ. კონკრეტულად რა სტანდარტია დაცული, აკმაყოფილებს თუ არა ექსპერტიზისთვის საჭირო, საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს, ამის გამოკვლევა დღეს მოხდება, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით ამ დოკუმენტის შინაარსს, რომ, თითქოს, ნელი დოროყაშვილის მხრიდან რაიმე ქმედების შედეგად ნიკოლოზ ბასილაშვილი ტანჯვას განიცდიდა“, – განაცხადა ადვოკატმა.