ირაკლი ზარქუა – ხაბეიშვილსა და კუბილიუსზე: ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა
“ბრიუსელში ხაბე რომ დადის, აქ უკვე დამთავრებულია როგორც მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და ხედვები, თუმცა, ეს მათი შიდა სამზარეულოა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრიუსელში ვიზიტს, რომელმაც ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გამართა.
“და შეხვდა თუ არ ვცდები კუბილიუსს, ანუ ერთი წყალწაღებული მეორე წყალწაღებულს შეხვდა. თქვენ რომ მოიკითხოთ, მაგალითად, კუბილიუსს რა განწყობა აქვს თავის ქვეყანაში და ქალბატონი რასა, განცხადებებს რომ აკეთებს – მგონი, ჭიჭე ვაშაძეს უფრო მეტი რეიტინგი აქვს აქ – 1% აქვს, ვიდრე იმათ თავიანთ ქვეყნებში და, აი, ასეთ ხელმოცარულ პოლიტიკოსებს ხვდებიან და მათი არჩევანია, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ”, – აცხადებს ზარქუა.