„დღეს ვხედავთ, რომ ელჩები სახელმწიფოების პოლიტიკური წარმომადგენლები არიან და არა დიპლომატიური, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია” – ზურაბ აბაშიძე
“დღეს ხელმოცარული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები არიან სრულიად წარუმატებლები და თავიდან ბოლომდე დამოკიდებულები გარე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა.
„დღეს თვალნათლივ ვხედავთ, რომ ელჩები სახელმწიფოების პოლიტიკური წარმომადგენლები არიან და არა დიპლომატიური, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, ზოგადად, დიპლომატიის ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, გავა დრო და ეს ყველაფერი გადაიხედება.
ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის ფორმატში. ჩვენ ვითმენთ იმის გამო, რომ ურთიერთობები შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ეს ყველაფერი გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ მნიშვნელოვან ფუნქციას, რომელიც გვაქვს“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.