ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში გზის ასფალტირების სამუშაოები გრძელდება
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ, სოფელ კეხიჯვარში სანიაღვრე არხების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში უკვე დაიგო 1545 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარი.
პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.