მარტვილმა კამერული მუსიკის ფესტივალს უმასპინძლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენციამ კამერული მუსიკის VIII ფესტივალს უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ მარტვილის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფესტივალის პირველ დღეს მსმენელის წინაში წარსდგნენ ელისო ბოლქვაძე, ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე, კონცერტმაისტერი ნინო გულიაშვილი, მოდერატორი – ნიკოლოზ წულუკიძე.
„ფესტივალის დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი – დირიჟორი მაგდა მათითაიშვილი; თსუ-ს სტუდენტური კაპელა – დირიჟორი ლაშა მიროტაძე; რუსთავის ახალგაზრდული გუნდი “თუთარჩელა” – დირიჟორი თამარ ბუაძე.
ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის და ჭყონდიდის ეპარქიის მხარდაჭერით განხორციელდა. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია – შიო აბრახამია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები