ქარელის მერია: სოფელ ბრეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ ბრეთში გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, 1300 მეტრამდე ასფალტის საფარი დაიგება.
ამჟამად მიწის მოჭრა-მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტს შპს „სიახლე +” ახორციელებს.