ოზურგეთში ღვინის ფესტივალი გაიმართა

პრემიერ მინისტრის ინიციატივით, დღეს ოზურგეთში ღვინის ფესტივალი – “ღვინის დღეები საქართველოში” გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის დღეების ფარგლებში სამკუთხა სკვერში დაიწურა ყურძენი; მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა; ღია კაფეტერია; ქართული სუფრა და ფოლკლორი. ჩატარდა თიხაზე ძერწვის მასტერკლასი და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის.

 „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის – წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია და პოპულარიზაცია გაუწიონ გურულ ღვინოს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს და ადგილობრივ მეწარმეებს ფესტივალში მონაწილეობისა და დასწრებისთვის!”- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის” კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები