ქუთაისმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა

9 ოქტომბერს ქუთაისმა ღვინის ფესტივალს უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმართება ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“.

ფესტივალის ფარგლებში, ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები. ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული იმერული კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ. მოეწყო ინსტალაცია „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“. ფოტო-კუთხეში წარმოდგენილი იყო გამოფენა „ქვევრი“.

ქუთაისში ღვინის დღის აღნიშვნა სუხიშვილების კონცერტით „ქარაბშა” დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები