კახეთის „მოყვარულთა ლიგის“ ფინალში ლაგოდეხის „იმედმა“ ყვარლის „დურუჯი“ დაამარცხა

„მოყვარულთა ლიგა“, ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, დიდ ფეხბურთში (11×11), რომლის ორგანიზებასაც ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად.

ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ჩემპიონატი იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ეროვნული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ.

მათივე ცნობით, ჩემპიონატში ლაგოდეხის გუნდი „იმედი“ იღებს მონაწილეობას. ამჟამად ჩატარდა რეგიონალური ეტაპი.

კახეთის „მოყვარულთა ლიგის“ ფინალში ერთმანეთს ყვარლის „დურუჯი“ და ლაგოდეხის „იმედი“ შეხვდნენ. ძირითადი დრო 3-3 ანგარიშით დასრულდა, ხოლო დამატებით პენლები კი 3-1 ლაგოდეხის სასარგებლოდ დასრულდა.

ვულოცავთ ლაგოდეხის გუნდ „იმედს“ რეგიონალური ეტაპის მოგებას.

ასევე ვულოცავთ დავით ლაბაძეს, იგი „მოყვარულთა ლიგის“ კახეთის ბომბარდირი გახდა (5 შეხვედრა 12 გოლი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები