ავთანდილ თალაკვაძე EU4ITD-ის შეფასების მისიის ხელმძღვანელს, რუბინა დევრიკიანს შეხვდა
ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე EU4ITD-ის შეფასების მისიის ხელმძღვანელს, რუბინა დევრიკიანს შეხვდა.
ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„პოზიტიური შეხვედრა მქონდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის – EU4ITD-ის შეფასების მისიის ხელმძღვანელ რუბინა დევრიკიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სამომავლო გეგმები და პროექტები, რომელთა განხორციელებაც ჩვენთვის პრიორიტეტულია.
მადლობას ვუხდი ევროკავშირს და საქართველოს მთავრობას ოზურგეთის ძლიერი მხარდაჭერისთვის!“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.