„რუსეთთან ურთიერთობებში არის ერთი დიდი პრობლემა“

   რუსეთთნ ურთიერთობებში არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას და ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “France 24”-თან ინტერვიუში განაცხადა. პრემიერმა ვილნიუსის სამიტზე ასოცირებული წევრობის შესახებ შეთნხმების პარაფირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შეთნხმების ხელმოწერა საქართველოს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს მისცემს.
„ჩვენ ერთი თვის წინ ვილნიუსის სამიტზე მოვახდინეთ ასოცირებული წევრობის შესახებ შეთნხმების პარაფირება. ამ შეთნხმების ხელმოწერა მოგვცემს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს. ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოების 95% ამ პროცესს მხარს უჭერს. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა,“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. მან “France 24”-თან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა რუსეთის მიმართ იქნება ძალიან კონსტრუქციული.
„რამდენიმე სიტყვით შევეხები საქართველო რუსეთის ურთიერთობებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით ახალმა მთავრობამ რუსეთთამ მიმართებით მიდგომა შეცვალა. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობის ნორმალიზებას. რუსეთმა გაგვიხსნა ბაზარი და ჩვენ ახლა შეგვიძლია ქართული პროდუქცია გავყიდოთ რუსულ ბაზარზე, მაგრამ ამავდროულდა ბოლო პერიოდში ჩვენ ვაწყდებით ახალ პროვოკაციებს და პრობლემებს საოკუპაციო ხაზზე. რუსებმა დაიწყეს მავრთულხლართების გადმოწევა, რამაც ბევრი პრობლემა შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ. როდესაც ისინი ავლებენ მავთულხლართებს 45 კილომეტრზე ადგილობრივების ნაწილი რჩება ამ ღობის იქითა მახარეს. ეს კი მათთვის პრობლემაა. ვფიქრობ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ გაუმჯობესებას, როგორიც მაგალითად სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენაა. ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯები და კონსტრუქციული ნმცდელობები არ ახდენენ გავლენას პოლიტიკურ მხარეზე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ახალი მთავრობა ვიქნებით ძალიან კონსტრუქციულები,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება ის, რასაც რუსეთი საოკუპაციო ხაზზე აკეთებს. “ჩვენს კონსტრუქციულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება ის, რასაც ისინი საოკუპაციო ხაზზე აკეთებენ. ურთიერთობებში არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას და ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ უნდა ვიპოვნოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზა. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობას ევროკავშირსა და აშშ-სთან. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი “France 24”-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები