საჩხერეში წმ. ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებულ გიმნაზიაში სასწავლო პროცესის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა

საჩხერეში, წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებულ გიმნაზიაში სასწავლო პროცესის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
გიმნაზიაში 2022-2023 სასწავლო წელს 18 პირველკლასელია.

მოსწავლეევს სასწავლო წლის დაწყება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, დირექტორმა ნარგიზ გაბაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ცისმარი მაჭარაშვილმა და სასულიერო პირებმა მიულოცეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გიმნაზიის 5 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

,,ყველა პირველკლასელს ვუსურვებ წარმატებულ მომავალს, ყველა პედაგოგს-ნაყოფიერ მოღვაწეობას, ყველა მშობელს-ბედნიერ მშობლობას. ეს პატარა გოგო-ბიჭები ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავალია. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია მათ ცხოვრებაში. სწორედ, დღევანდელ დღეს იწყება მათი სამომავლო მიზნებისა და ოცნებების დასახვა. ღირსეულად იცხოვრეთ, აღიზარდეთ კარგი მოქალაქეები, ასახელეთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საჩხერე”, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ომიაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 371 პირველკლასელმა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები